This is a specific ad

ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ხვალ შეაფასებს, თუმცა კონკრეტულ რეკომენდაციებს არ გასცემს – „ფაინენშალ თაიმსი“

36

Another advertisement

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხვალ შეაფასებს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, კომისიის ანგარიშში აღნიშნული იქნება უკრაინისა და მოლდოვის გარკვეული პროგრესი, თუმცა ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შესახებ რეკომენდაციას ოფიციალურად არ გასცემს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ასევე ევროკომისია ჯერჯერობით არ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„გუშინ პრესსპიკერმა მოუწოდა თბილისის ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარების გზები ​​​​​​​​​​ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია“ – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
რა არ უნდა მიირთვათ დილით უზმოზე
Öncəki yazı
„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა – ტიერი მარიანი