This is a specific ad

ევროკომისიამ Apple-ს 1,8 მილიარდი ევროს ჯარიმა დააკისრა

57

Another advertisement

Apple ევროკავშირის მარეგულირებელმა კომისიამ დღეს 1,8 მილიარდ ევროზე (2 მილიარდი დოლარი) მეტი ღირებულების  ჯარიმა დააკისრა, ისეთი წესების გამო, რაც  ბაზარზე არსებული აპლიკაციებისთვის  შეურაცხმყოფელია, რამაც შესაძლოა მუსიკის სტრიმინგის გამოწერის ფასებზე იქონია ნეგატიური ზგავლენა. ეს არის პირველი შემთხვევა  iPhone-ის მწარმოებლის ისტორიაში ევროკავშირის წესების დარღვევისთვის, როდესაც Apple ევროკომისიამ დააჯარიმა და მესამე უდიდესი ანტიმონოპოლიური ჯარიმაა,  Google-ის საყიდლების ძიების და Android მობილური ტელეფონების პროგრამული უზრუნველყოფის დიდი ჯარიმის შემდეგ.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული – “Apple უსამართლოდ უშლიდა ხელს მუსიკის სტრიმინგის აპლიკაციების დეველოპერებს, როგორიცაა Spotify, შეეთავაზებინათ iPhone-ის მომხმარებლებისათვის ალტერნატიული, უფრო იაფი გზა Apple App Store-ს მიღმა.” კომისიის თქმით, ასეთი „სამართავი დებულებები“, რომლებიც არღვევს ანტიმონოპოლიურ სავაწრო წესებს არის უსამართლო. Apple-ის მიერ დაწესებული პირობები „არც აუცილებელია და არც პროპორციულია“ მისთვის, საკუთარი კომერციული ინტერესების დასაცავად.

Apple-ს ახლა მოუწევს წაშალოს ტერმინები, რომლებიც ხელს უშლის დეველოპერებს მომხმარებლებს აცნობონ გამოწერის ალტერნატიული, უფრო ეფექტური მეთოდების შესახებ.

„დარღვევით მიყენებული ზიანის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგება არაფულადი ზიანისგან, რომელიც სათანადოდ ვერ აღირიცხება“ ჩვეულებრივი წესებით, ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

Apple-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ლუქსემბურგში, დაფუძნებულ გენერალურ სასამართლოში და ორშაბათს ბლოგპოსტში განაცხადა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროკომისიას, ფაქტები უბრალოდ არ ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას, კომისიამ ვერ გამოავლინა რაიმე სანდო მტკიცებულება მომხმარებელთა ზიანის შესახებ და უგულებელყოფს იმ ბაზრის რეალობას, რომელიც აყვავებულია, კონკურენტუნარიანია და სწრაფად მზარდია”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება, მანამდე კი Apple-ს მოუწევს ჯარიმის გადახდა და ევროკავშირის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შესრულება.

ევროკავშირის ბრძანება ამთავრებს თითქმის ოთხწლიან გამოძიებას Apple-ის შეზღუდვების შესახებ აპლიკაციების შემქმნელებისთვის, რომლებიც საკუთარ სერვისებს App Store-ის მეშვეობით ყიდიან.

ევროკომისიამ გამოძიება, მუსიკალური აპლიკაციის, Spotify-ის განცხადების საფუძველზე,  2019 წელს დაიწყო და გამოარკვია, რომ Apple უსამართლოდ ანიჭებდა უპირატესობას საკუთარ მუსიკალურ სერვისებს კონკურენტებთან შედარებით.

7 მარტიდან Apple-მა და სხვა Big Tech კომპანიებმა ასევე უნდა დაიცვან ევროკავშირის ახალი წესები, ციფრული ბაზრების აქტი , რათა გახსნან თავიანთი სერვისები. Apple-მა გასული წლის იანვარში განაცხადა, რომ შეცვლიდა ბილინგის პირობებს და პირველად დაუშვებს აპლიკაციების ალტერნატიულ მაღაზიებს თავის მოწყობილობებზე. Spotify-მა და სხვებმა გააკრიტიკეს ცვლილებები, იმ მოტივით, რომ იგი არ იქნებოდა სარგებლის მომტანი არცერთი მხარისთვის. თუმცა კომპანია ამტკიცებდა, რომ მისი პირობების შეცვლა Spotify-ს, როგორც მუსიკის სტრიმინგის დომინანტურ სერვისს განამტკიცებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Avropa Komissiyası Apple-a 1,8 milyard avro cərimə kəsib
Öncəki yazı
16 yaşlı yeniyetmə ilə qaçan qız tapılıb