This is a specific ad

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

54

Another advertisement

გილოცავთ საქართველო – ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ელჩები სპეციალურ მიმართავს ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ.

“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის – გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწვყეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის”, – დაწერა მიშელმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
GEO/AZE კულტურის ცენტრის საახალწლო პროგრამა
Öncəki yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ