Another advertisement
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს იქნება ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბოლო 12 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ეგვიპტეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვია.
თურქეთში ალ-სისი ერდოღანს შეხვდება. “თურქეთისა და ეგვიპტის ურთიერთობები ყველა ასპექტში იქნება განხილული, განიხილება აგრეთვე შესაძლო ნაბიჯები სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – ციტირებს სააგენტო თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს.
გარდა ამისა, ალ-სისი და ერდოღანი ისრაელის ომს ღაზის სექტორში განიხილავენ.