This is a specific ad

დღეიდან ფქვილზე, ქატოსა და ქერზე ახალი საიმპორტო საფასური შევიდა ძალაში

66

Another advertisement

დღეიდან ფქვილის იმპორტის საფასური გაიზარდა, ქერის და ქატოს იმპორტზე კი, საფასური დაწესდა.

მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო საფასური 50 ლარით გაზარდა, ქატოსა და ქერზე კი, ახალი საფასური დააწესა,100 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება 2 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავრობის დადგენილებით, რომელიც ძალაში დღეიდან შევა, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.

მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდეა დაწესებული.

შეგახსენებთ, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ.

bpn.ge

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
Hakan Fidan Şuşada Şimali Kiprlə bağlı çağırış edib
Öncəki yazı
Bu gündən un, kəpək və arpa üçün yeni idxal rüsumları qüvvəyə minir