This is a specific ad

დღეიდან, ამინდი მკვეთრად იცვლება

38

Another advertisement

უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა 5 თებერვლიდან ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ხოლო 6-დან აღმოსავლეთში, არსებულთან შედარებით შესამჩნევად დაიკლებს, ცივი ამინდი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს, ზოგან ძლიერად.

„რაც შეეხება დაბლობსა და ბარს, დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წვიმასთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ თოვლჭყაპი, ინტენსიური თოვა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანია, დაიცვათ რთული მეტეო პირობების დროს არსებული რეკომენდაციები, უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებები და ადრეული გაფრთხილება – შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ“,- წერს მეტეოროლოგი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Tbilisi-Marneuli yolunda ağır avtomobil qəzası baş verib
Öncəki yazı
მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე – არის მსხვერპლი