This is a specific ad

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ შეხვდება

68

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩასვლას გეგმავს.

„სავარაუდოდ, დიახ“, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეხვდება თუ არა უკრაინელ ლიდერს.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამშვიდობო გეგმა წარედგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა რუსთავში გაიმართება
Öncəki yazı
„ჩვენთვის მთავარია, შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება – გახარია ამ პოზიციას იზიარებს“ – ანა ნაცვლიშვილი