This is a specific ad

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება

54

Another advertisement

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება, როგორც კი რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება. ასე გამოეხმაურა პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „მშვიდობა იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია“.

„თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ომი ასე თუ ისე მშვიდობით სრულდება. თუმცა, ჩვენთვის აბსოლუტურად უალტერნატივოა ჩვენი დასახული მიზნების მიღწევა. როგორც კი ეს მიზნები მიღწეული იქნება ამა თუ იმ გზით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ იმაზე ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან“.

Sonrakı yazı
სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ, რასაც იანვრიდან დაგეგმილ ახალ რეგულაციებს უკავშირებენ- რას უკავშირედება მომსახურებაზე ფასის ზრდა?
Öncəki yazı
იცოდით, საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა “სიმონ” და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან?