გუშინ, 23 ივლისს, თურქოლოგ-ტოპონომის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის საპატიო წევრის, მადად ჩობანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახლმუზეუმში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ორგანიზებით და “Qafqaztürk -ის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ გახსნა. მან მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთბის. საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარეს ჰუსეინ იუსუბოვმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა ხსენების ცერემონიაში, მისი მოწვევის მიღებისა და მოსვლისთვის.მან თქვა, რომ არაერთხელ შეხვედრია ბ.ნ მადადს, რომ დიდმა მეცნიერმა ღრმა კვალი დატოვა მის გულზე და ზნეობრივ მოვალეობად მიაჩნდა მისი ხსოვნას.
ასევე მან აღნიშნა, რომ მადად ჩობანოვის 80 წლის იუბილე საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესზე აღინიშნა.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.