Another advertisement
სოფო ჭყონიას ქართველი და უცხოელი მოდის მიმდევრები კარგად იცნობენ. ის “Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული – თბილისის” დამფუძნებელი და ორგანიზატორია. გარდა ამისა, მან საქველმოქმედო ფონდი “იყავი შემდეგი” დააარსა და მოდის, დიზაინის, ხელოვნების სკოლის მშენებლობა დაიწყო. სოფო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილია, რომლის სახელიც პირდაპირ ასოცირდება “კოკა-კოლასთან”. სოფო ამ მიმართულებითაც საქმიანობს და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.