This is a specific ad

დაუვიწყარი პოეტის ხსოვნის დღე

65

Another advertisement

დღეს სახალხო პოეტის ზალიმხან იაკუბის (21.01.1950–09.01.2016) ხსენების დღეა, იგი არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის, არამედ მთელი თურქული სამყაროს სიამაყეა. ზალიმხან იაგუბმა, რომელმაც ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ბოლნისის რაიონულ გაზეთ „გამარჯვების დროშის“ ლექსით „შოთა რუსთაველი“ (1966 წ.), მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც 40-ზე მეტი წიგნის ავტორი. ის იყო აზერბაიჯანის აშუღთა კავშირის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი. დაჯილდოვდა მამად არაზისა და ჰაჯი ზეინალაბდინ ტაღიევის სახელობის პრიზებით. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში გაწეული დიდი დამსახურებისთვის დაჯილდოვებულია აზერბაიჯანის დიდების ორდენით და საქართველოს ღირსების ორდენით. 2014 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანის სახალხო პოეტს, ზელიმხან იაგუბს, ანკარაში არსებული თურქული სამყაროს კვლევების მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის, საერთაშორისო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით თურქული ლიტერატურისადმი შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მიენიჭა საერთაშორისო პოეზიის, ნაზიმ ჰიკმეტის პრემია. აღსანიშნავია, რომ ზალიმხან იაგუბი პირველია აზერბაიჯანიდან, ვისი დაჯილდოვებაც მოხდა ამ პრიზით, იგი თურქული სამყაროს მწერალთაგან ერთ-ერთს ენიჭება ორ წელიწადში ერთხელ. ზელიმხან იაგუბის შემოქმედება შედგება ლიტერატურის ზეპირი და წერილობითი დარგების მჭიდრო კავშირისგან. მისი ლექსების პოპულარულობის მთავარი საიდუმლო მდგომარეობს, პოეტის მიერ გაჟღერებული თემების აქტუალურობით, ასევე თანამედროვეობაში და ხალხის სულიერი სამყაროს სწორი მიმართულებით გაშუქებაში. ზელიმხან იაგუბი, რომელიც სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული, თავისი უნიკალური ლექსებით სამუდამოდ აღბეჭდა თავისი სახელი აზერბაიჯანულ ლიტერატურაში და მარადიული სიცოცხლე მოიპოვა, მომავალი თაობები, მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენებენ. იგი დაკრძალილია ბაქოს პირველი ფახრის ხეივანში. ჩვენ, როგორც პორტალი “კავკასიაურ თურქული მედია” დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს საყვარელ პოეტსა და თანამემამულეს, რომელსაც საამაყო ადგილი უჭირსვს ჩვენს გულებში. ნათელი და სანთელი მის სულს.

პ.ს. ზელიმხან იაგუბი, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარის, ზალიმხან იაგუბის პოეზიისა და მთლიანად საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიტერატურის დაუღალავი პროპაგანდისტი, ბატონი გუსეინის ძალიან ახლო მეგობარი იყო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Fransa vətəndaşı Azərbaycanda casusluqda ittiham edilərək həbs edilib
Öncəki yazı
İvanişvili Baş nazir vəzifəsinə namizəd irəli sürə biləcək