მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
ელევატორის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ წყალმა სარდაფები და სახლების პირველი სართულები დააზიანა.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, ძლიერი წვიმის დროს ჩვენი სახლები სულ იტბორება, ავადმყოფი ქალი ვარ, ორსული რძალი მყავს, ამ ამბავის გამო წავიყვანე ნათესავთან დავტოვე, ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ” – ამბობს სტიქიით დაზარალებული
“გუშინ ძლიერი წვიმის დროს ისეთ დღეში ჩავვარდი, კიდევ კარგი მეზობლები მყავს და დამეხმარნენ, მე ერთი პენსია მაქვს და ამით სახლს ვერ ვიყიდი, ვთხოვ დაგვეხმარონ და ამ სიტუაციიდან გამოგვიყვანონ. დატბორვის შემდეგ სახლებში ვეღარ ვიცხოვრებთ”- აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა
გარდა აღნიშნული დასახლებისა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზიანი მიაყენა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლებში დაზარალებულებს დილიდან ხვდებიან და მათ პრობლემებს ეცნობიან.