This is a specific ad

დაკავებულია ქალი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილები გაზქურაზე ხელების დაწვით დასაჯა

52

Another advertisement

პეტერბურგში დედამ ექვსი და რვა წლის ვაჟები გაზქურაზე ხელების დაწვით დასაჯა. ორივე ბავშვი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მე-19 საბავშვო ბაღის გამგე დაუკავშირდა სანქტ-პეტერბურგის კიროვსკის ოლქის პოლიციას, რომ შუა აზიის ერთ-ერთი ქვეყნის 30 წლის მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიაყენა ექვსი და რვა წლის არასრულწლოვან შვილებს. კერძოდ, მან ხელები ანთებულ ცეცხლთან მიუტანა, რის შედეგადაც არასრულწლოვანებმა დამწვრობა მიიღეს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ქალი გამოძიებისთვის პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი ამ წუთებში წყდება.
ფონტანკა იუწყება, რომ ამ გზით დედამ გადაწყვიტა ბავშვების დასჯა მისი ჩანთიდან ფულის მოპარვისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვებმა არ უარყვეს, რომ საფულედან ფული ამოიღეს, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ მოპარული ქონება დაკარგეს. შედეგად ქალმა ისინი ქამრით დასაჯა, ერთი დღის შემდეგ კი გაიგო, რომ ბიჭებმა ფულის ნაწილი მაღაზიაში დახარჯეს, მეორე ნაწილი კი უფროსმა თანაკლასელს გადასცა. აღნიშნულია, რომ ამ გზით დედას სურდა შვილები მიეხვედრებინა, რომ ქურდობა ცუდია. მოგვიანებით მან მოინანია და ბიჭებისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

Kateqoriya: Cinayət, Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Tbilisidə Heydər Əliyevin xatirəsi yad edilib – FOTO
Öncəki yazı
უკრაინა: რუსების გაშვებული 15 დრონიდან 9 გავანადგურეთ