Another advertisement
გურიაში, ადიდებული მდინარე ბჟუჟის გამო, კიდევ ერთი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხიდის მონაკვეთი ექადია-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩავარდა.
მედია წერს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სტიქიის გამო ადიდებული მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივების თქმით, ხიდი ავარიული იყო და რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.