This is a specific ad

გიტანას ნაუსედა – მთელი გულით საქართველოს მეგობარი ვარ, თუმცა რასაც ახლა ვხედავ, იმედგაცრუებას იწვევს

20

Another advertisement

ჩემთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ნაუსედას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება.

„ეს ბევრჯერ მითქვამს და მე მთელი გულით საქართველოს მეგობარი ვარ, თუმცა რასაც ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ ჩვენ ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს და იქნება სხვა ნაწილიც, რომელიც საპირისპიროს იტყვის. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Öncəki yazı
„ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში, ჭარბობს „ღორის გრიპი…“ – ივანე ჩხაიძე