This is a specific ad

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა

30

Another advertisement

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის სურვილი. შოლცის თქმით, მან გადაწყვიტა, პუტინთან „შესაფერის დროს ისაუბროს“.

„მაგრამ მე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვარ და ამას მარტო არ გავაკეთებ“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პუტინთან დიალოგი მოითხოვს მრავალ კონტაქტსა და მოლაპარაკებას სხვა მხარეებთან. შოლცის თქმით, ვითარება უკრაინასთანაც უნდა იყოს განხილული.

კითხვაზე, თუ როდის დადგება პუტინთან მოლაპარაკებების დრო, კანცლერმა უპასუხა: „მალე“.

ცნობისთვის, ოქტომბერში შოლცმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართოს.

კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი მზადაა შოლცთან სასაუბროდ, თუმცა რუსულ მხარეს ბერლინისგან წინადადებები არ მიუღია.

შოლცი პუტინს ბოლოს 2022 წლის ბოლოს ესაუბრა.ახალა

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ქალმა ოცნება 94 წლის ასაკში აიხდინა და ავტომრბოლელი გახდა
Öncəki yazı
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში