გერმანიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

1

გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქურდები დაცვამ იმ დროს შეამჩნია, როცა ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.

დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს. ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი – ქურდობისთვის, ხოლო მეორე – გერმანაში უნებართვო ყოფნის გამო.

0
0
Kateqoriya: Kriminal
Sonrakı yazı
მავნე ორგანიზმები კარტოფილში – საბაჟოდან ტრანსპორტი უკან გააბრუნეს
Öncəki yazı
İmran Xan 10 il müddətinə azadlıqdan məhrum edildi