Another advertisement
გახარიას პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ შედგა, გახარიას ამერიკელმა მოქალაქემ დაავალა, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს. პარტიაში აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებენ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას უთხრეს, რომ პირობების დაყენებას თავი უნდა დაანებოს და „ლელოსთან“ გაერთიანდეს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს უდიდესი რისკი, რომ ბარიერი ვერცერთმა პარტიამ გადალახოს. განსაკუთრებით კი გახარიას პარტიამ, რომელსაც მაქსიმალური რეიტინგი 3 პროცენტი აქვს.