This is a specific ad

გაცნობითი შეხვედრა იურიდიული მომსახურების სააგენტოსთან, მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის და საადვოკატო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით

98

Another advertisement

12 ოქტომბერს ქვემო ქართლში, კერძოდ ქალაქ მარნეულში გაცნბითი შეხვედრა გაიმართ იურიდიული მომსახურების სააგენტოსთან, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლებასთან, და მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებით.

QafqazTürk.com იუწყება, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის (GAK) მიერ ინიცირებულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული იურიდიული დახმარების სამსახური (ცენტრი).

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კონგრესის წარმომადგენლები მარნეულიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან და დმანისიდან, ახალგაზრდები და უხუცესები.

მონაწილეებს შორის იყვნენ ბოლნისის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რასულ ბახტიაროვი, დმანისის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აზერ ალიევი და გარდაბნის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ბახტიარ ზეინალოვი.

შხვედრა ორ ქართულ და აზერბაიჯანულ ენეაზე გამართა, თარჯიმნები იყვნენ “QafqazTurk Media”-ს თანამშრომლები მარიამ ბურჯალიანი და გულგუნ მამადხანლი.

GAK-ის თავმჯდომარემ ჰუსეინ იუსუბოვმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობის იურიდიული დახმარების გაწევასა და მათი სხვა უფლებების დაცვაზე. თუმცა, გარკვეული პრობლემები მაინც რჩება, რისი აღმოფხვრაც ამ ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რასაც ისინი ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიების გატარებით, მათ შორის “სსიპ იურიდიული მომსახურების სააგენტოსთან“ მემორანდუმის გაფორმებით. რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა, რასაც ისინი ერთობლივად განახორციელებენ.

GAK-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას შეეხო სოფელ ლამბელში მოკლული 14 წლის აიტაჯ შაჰმიროვას საკითხსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დამნაშავე პირებმა საკუთარ თავზე გამოსცადონ კანონის ძალა და საჭიროების შემთხვევაში ის მზად არის ჩაეთოს პროცესში, როგორც მესამე პირი.

ადვოკატმა მუბარიზ გარაევმა, რომელიც არის ორგანიზაცია “Shaffaf Qafqaz”-ის თავმჯდომარე ისაუბრა მსგავსი ცენტრების როლზე რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაში. მისი თქმით, ადამიანთა ცნობიერების ამაღლება და მათთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია და მნიშვნელოვანია მისი სათანადოდ გადაჭრა, მათ შორის შესაბამისი პრევენციის ზომების გატარებით. რის შემდეგაც იურიდიული მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით სიმონიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მისი თქმით, ცენტრი მოქალაქეებს გაუწევს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურებას, კერძოდ იურიდიულ კონსულტაციას, ეთნიკურ უმცირესობებს დაეხმარებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოებს მიმართონ და მიიღონ სათანადო მომსახურება, გაუწევენ იურიდიულ მომსახურებას, დაეხმარებიან ქონებრივი და სხვა სოციალური საკითხების გადაჭრას, ასევე აღნიშნული სააგენტო მოსახლეობას ადვოკატირებას სისხლის სამართლებრივ საკითხებშიც გაუწევს. ამჟამად სააგენტოს მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ რუსთავში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბატონი დავითის თქმით ისინი გახსნიან ოფისს ასევე მარნეულში და არამარტო, ისინი გეგმავენ ოფისების გახსნას რეგიონის მასშტაბით, ყველგად სადაც ხდება მოქალაქეთა უფლებების დარღვევა, აგრეთვე იქ სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეთნიკური უმცირესობა შეადგენს. შეხვედრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმით, სადაც დასმული იქნა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა, ასევე მოხდა იდეების გაცვლა დამსწრე საზოგადოებასა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
Tbilisidə İsrailə dəstək aksiyası keçirilib
Öncəki yazı
Marneulidə “Beynəlxalq Maarif Məktəbi”-nin rəsmi açılışı olub