This is a specific ad

გაფრთხილება მძღოლებს! – სად და რა მიმართულებით იზღუდება მოძრაობა

41

Another advertisement

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობამ გზების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა და გადაადგილება შეიზღუდა.

„დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გაგვითენდა „ამერიკული“ 5 ნოემბერი და ამოქმედდება თუ არა წელს ე.წ. „აჯანყების აქტი“ – სულ ახლო მომავალში შევიტყობთ – დავით ქართველიშვილი
Öncəki yazı
ზუგდიდში მოქალაქემ გიგანტური გოგრა მოიყვანა – 735-კილოგრამიანი ატლანტიკური გიგანტი საზეიმოდ გაჭრეს