Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლობას აფრთხილებს.
განცხადების თანახმად – 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მიუხედავად საფრთხის საშუალო დონისა, გარემოს ეროვნული სააგენტო მოოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.