This is a specific ad

გარდაბნის მზის ელექტროსადგურის ინვესტორმა კომპანია Masdar-მა გაერთანებულ საემირობეში ტენდერი მოიგო

50

Another advertisement

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განახლებადი ენერგიის ადგილობრივი კომპანია Masdar, დაახლოებით, 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს.

კომპანია დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის მომარაგების სამმართველომ (Dubai Electricity and Water Authority-DEWA) შეარჩია. ინფორმაციას დუბაის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. DEWA-ს აღმასრულებელი დირექტორი, საიდ მუჰამედ ატ-ტაიერი აცხადებს, რომ „Masdar-მა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სახელობის მზის პარკის მეექვსე ფაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ტენდერი მოიგო.“

ალ-მაქტუმი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი და დუბაის ემირია.მსოფლიოს უდიდესი მზის პარკის მშენებლობის შემდეგი ეტაპი, ანუ მეექვსე ფაზა ცალკე ელექტროსადგურის აშენებას გულისხმობს, რომელიც ფოტოელექტრული პანელებისგან შედგება. მისი ღირებულება 5,51 მლრდ დირჰემად, ანუ დაახლოებით, 1,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული.ატ-ტაიერმა დააზუსტა, რომ 1,8 ათას მეგავატ სიმძლავრის მზის პარკის მეექვსე ფაზა 2024 წლის მეოთხე კვარტლიდან, ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.DEWA-ს მონაცემებით, ექსპლუატაციაში უკვე შესული მზის პარკის ობიექტების ჯამურმა სიმძლავრემ 2427 მეგავატს მიაღწია, ხოლო სუფთა ენერგიის წილი დუბაის ენერგეტიკულ ბალანსში მთლიანი სიმძლავრის, დაახლოებით, 16.3%-ია.

ეს მაჩვენებელი 2026 წელს 24%-ს მიაღწევს, როცა მეექვსე ფაზისა და მზის პარკის მშენებლობის სხვა ფაზები დასრულდება.მზის პარკის ვებგვერდზე წერია, რომ 2030 წლისთვის კომპლექსის საწარმოო სიმძლავრე 5 ათას მეგავატს, ხოლო პროექტში მთლიანი ინვესტიცია, დაახლოებით, 13,6 მლრდ დოლარს მიაღწევს. 2013 წლის ოქტომბერში ექსპლუატაციაში 13 მეგავატი შევიდა. კომპლექსის მეორე, 200 მეგავატ სიმძლავრის სადგურის მშენებლობა 2017 წლის მარტში, ხოლო მესამე 2020 წელს დასრულდა. მზის კოშკის მქონე მეოთხე სადგურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, რომელიც გაშვების შემდეგ 950 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 900 მგვტ სიმძლავრის მქონე მეხუთე ფაზის პროექტის მშენებლობა 18 ივნისს დასრულდა.

ცნობისთვის: საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და კომპანია Masdar-ს შორის 2021 წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივი განვითარების შესახებ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 80-100 მლნ დოლარია. GlobalData, რომელიც მსოფლიოში 170 000-ზე მეტ ელექტროსადგურს აკონტროლებს და აპროფილებს, 2022 წლის 2 ივლისს წერდა, რომ Masdar-ის ქართული პროექტი ამჟამად დაანონსების ეტაპზეა და ერთ ფაზაში განვითარდება.

გარდაბნის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება, ხოლო კომერციულ ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Moldova MDB-nin tərksilah sazişindən çıxır
Öncəki yazı
Rusiyanın İrəvandakı səfirliyi qarşısında etirazçılar Laçın dəhlizinin açılmasını tələb edirlər