This is a specific ad

გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში, ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში

31

Another advertisement

გამოკითხვების მიხედვით, რომ დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში, ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინის და მიჩიგანის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პენსილვანიისა და მიჩიგანის ე.წ მერყევი შტატები, გადამწყვეტი შტატები არიან იმ შვიდი მერყევი შტატიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიჩიგანის მოსახლეობა სტაბილურად აძლევდა ხმას დემოკრატებს, თუმცა ეს ტენდენცია 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაარღვია. თუმცა 2020 წელს მიჩიგანში ისევ დემოკრატების კანდიდატმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

პენსილვანიას ყველაზე მეტი 19 კოლეგიის წევრი ჰყავს, ხოლო მიჩიგანს 15. შემდეგ 5 შტატზე კი კოლეგიის წევრები ასე ნაწილდება: ჯორჯია – 16, არიზონა – 11, ნევადა – 6, ჩრდილოეთ კაროლინა – 16, ვისკონსინი – 10.

სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა. ცნობისთვის, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა მხარდაჭერებთან ბოლო შეხვედრები პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატებში გამართეს.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში გამოიდარებს – როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა – განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
Öncəki yazı
რბოლა ჯერ არ დასრულებულა, თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს – კამალა ჰარისი