This is a specific ad

გაერო – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება კიდევ 33 სატვირთო მანქანით შეიტანეს

20

Another advertisement

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, კვირას ღაზას სექტორში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, წყლით, საკვებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული კიდევ 33 სატვირთო ავტომანქანა შევიდა.

„ეს არის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი მიწოდება 21 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მიწოდება განახლდა“, – აცხადებენ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისში.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოების თხოვნის მიუხედავად, რომლებიც, ძირითადად, ელექტროენერგიის გენერატორებზე მუშაობენ, საწვავის მიწოდება არ განხორციელებულა.

მედიის ინფორმაციითვე, 21 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში 117 სატვირთო მანქანა შევიდა.

ცნობისათვის, ისრაელის მიერ ბლოკადის დაწყებამდე, ღაზაში, ყოველდღიურად, დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა შედიოდა, რომლითაც ანკლავის ტერიტორიაზე დახმარება და სხვა საქონელი შეჰქონდათ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Kosmosdan Türkiyə Cümhuriyyətinin 100 illiyi münasibətilə təbrik – VİDEO
Öncəki yazı
Maxaçkala aeroportunda yerli sakinlər israilliləri axtarırlar