Another advertisement
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
მან აგრეთვე მეორე ბრძანებულებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც დროებითი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი იქნება.
ბულგარეთში 2021 წლიდან პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება დღემდე ვერ ხერხდება.