Another advertisement
ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა.
17 წლის ახალგაზრდა, გუშინ დაიკარგა. ადგილობრივების თქმით, ის სხვა მოზარდებთან ერთად მდინარეზე შუადღისას წავიდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა.