• 17 Fevral 2025 15:40

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის „ახალი წლის დღეები“ მზადება დილიდან მიმდინარეობს

ByNino Kervalishvili

Dek 28, 2023
Another advertisement

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართება.

ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, ბავშვებს ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები, ანიმატორების საბავშვო პროგრამა გაახალისებს, სანტა კი საჩუქრებს დაურიგებს.

18:00 საათზე, სადღესასწაულო კონცერტი ჯგუფი „ურსას“, თიკა ბალანჩინისა და New One Band-ის მონაწილეობით გაიმართება. გრანდიოზულ კონცერტს ვიკა კალანდია წარუძღვება, საახალწლო ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.