This is a specific ad

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში ადგილობრივს 34 000 ლარი მოპარეს

83

Another advertisement
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას მაცხოვრებლის, სალმინაზ ბაირამოვას თქმით, მას 2021 წლის მაისში სახლიდან დიდი ოდენობით თანხა – 34 000 ლარი მოპარეს. ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ გამოძიება უგულებელყო და საქმე მათი მხრიდან არ იქნა გამოძიებული.
სოფელ ჭაპალას მაცხოვრებმა, სალმინაზ ბაირამოვამ განაცხადა, რომ ქურდობა 2021 წლის მაისში, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. სანამ სახლის მეპატრონეები მინდორზე მუშაობდნენ, სახლში უცნობი პირები შეიპარნენ და 34 ათასი ლარი მოპარეს.
სალმინაზ ბაირამოვამ აღნიშნა, რომ მან პოლიციას ყველაფერი უთხრა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა და პოლიცია ამ საქმის დაფარვას ცდილობს.
🗣️”ქურდობა სამი წლის წინ მოხდა. გამოძიების მიუხედავად, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი გურამ გასანოვი ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდები იდენტიფიცირებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილის სახელი დავასახელე ჩემს განცხადებაში, პოლიციელი მალავს ინფორმაციას და ცდილობს საქმე დაფარონ. სულ რომ 10 წელი გავიდეს, მე გამოძიებას თავს არ დავანებებ და პასუხს აუცილებლად მოვითხოვ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!” – , აღნიშნა დაზარალებულმა, სალმინაზ ბაირამოვამ.
Kateqoriya: Region
Sonrakı yazı
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის ახალი კურსი
Öncəki yazı
სიგარეტის ქურდობისთვის გერმანიაში საქართვლოს ორი მოქალაქე დააკავეს