This is a specific ad

ბელარუსზე თავდასხმა, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას – ლუკაშენკო

50

Another advertisement

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სტუდენტებთან შეხვედრისას განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ბელარუსმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ლუკაშენკო ამბობს, რომ წითელი ხაზი ბელარუსის სახელმწიფო საზღვარია.

“ბელარუსზე თავდასხმა, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ შეცვლა ბირთვული დოქტრინა. რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში, ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. არსებობს გარკვეული საზღვრები და ჩარჩოები, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ უკრაინელებთან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი“, – აცხადებს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიის შემთხვევაში იტოვებს უფლებას, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ პუტინის ახალი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არაბირთვული ქვეყნების წინააღმდეგ უპასუხისმგებლო ქცევაა და ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ პოზიციას არ შეცვლის.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – 28 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
Öncəki yazı
ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ვნახოთ ამ ომის დასასრული და სამართლიანი შეთანხმება – დონალდ ტრამპი