This is a specific ad

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გარემონტებამდე ტვირთები ფოთისა და ბათუმის პორტებიდან გადაიზიდება

53

Another advertisement

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბიზნეს-კლიენტებისთვის ტვირთის გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

ახალი მარშრუტით ტვირთები თურქეთის დერინჯის, მერსინის, ალსანჯაკის, მარპორტისა და ევიაპის პორტებიდან საქართველოში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის პორტებში გადაიზიდება. საქართველოს პორტებში კონტეინერები პლატფორმებზე დაიტვირთება და რკინიგზით ბაქოს პორტში გაიგზავნება, საიდანაც ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებში გადაიტვირთება. იქიდან ტვირთი რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით გაიგზავნება.

„ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი დანიშნულების ადგილამდე საქონლის დროულ მიწოდებასა და მომარაგების ჯაჭვის მთლიანობას უზრუნველყოფს,“ – აცხადებს აზერბაიჯანის რკინიგზა.ცნობისთვის: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების პროექტში ინვესტიციები 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. კერძოდ, მარტის დასაწყისში პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში დამატებითი ინვესტიციის სახით 120 მლნ დოლარზე მეტს ჩადებს.

პროექტი, რომლის დასრულებაც 2024 წელს იგეგმება, ტვირთის გადაზიდვის მოცულობას წელიწადში 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაზრდის.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია. რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა და სატესტო რეჟიმში ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბრიდან შევიდა.

ამ პროექტის ფარგლებში ყარსი-ახალქალაქის 98 კმ სიგრძის რკინიგზა აშენდა, რომლის 68 კმ-იანი მონაკვეთი თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში 775 მლნ დოლარი გამოუყო.

გასულ წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიდა, ხოლო 2017-დან 2022 წლის ჩათვლით ტვირთის გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა. 2021 წელს რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 2,1-ჯერ მეტია.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Tbilisi və regionlarda saxlanılanlar var…
Öncəki yazı
რატომ არის წვა ძირითადი პრობლემა