ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

61

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რომ USAID-ის ქვეყანაში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ცნობისთვის, USAID-ის აზერბაიჯანში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი 2024 წლის 1 ივნისს გაუუქმეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დროა ორგანიზაციამ შეწყვიტოს მუშაობა ქვეყანაში.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა
Öncəki yazı
13 და 14 წლის გოგონებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა – პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა