ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ქალი რეანიმაციაში რჩება

1

ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 24 წლის ქალი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“დიაგნოზი არის 25% სხეულის თერმული დამწვრობა, მეორე-მესამე ხარისხი დამწვრობითი შოკი, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია”, – ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.

შემთხვევა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა. შაინიძეების 4-წევრიან ოჯახში ხანძარი გაჩნდა. სახლში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ისინი სახლში გაეწერნენ.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
„ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა“ – რამდენ ხანს შენარჩუნდება ცივი ამინდები საქართველოში
Öncəki yazı
Qurcaanidə avtomobil qəzası baş verib – 1 ölü