Another advertisement
ბათუმში, სანაპიროზე, ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა – AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. პაციენტს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.
ადგილობრივ გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.