This is a specific ad

ბაზარზე ნედლი თხილი გამოჩნდა – რა ღირს პროდუქტი და როგორია პროგნოზი

55

Another advertisement

ქართულ ბაზარზე ახლად დაკრეფილი თხილის გაყიდვები უკვე დაწყებულია, თუმცა ექსპორტიორებს პროდუქტის შეძენა ჯერ არ დაუწყიათ. ინფორმაციას აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს.

მწვანეჩენჩოიანი ნედლი თხილის საშუალო საბითუმო ფასი კგ-ზე 2-3 ლარია (0,77-1,16 დოლარია). ამ დროისთვის ბაზარზე, ძირითადად, 40%-ზე მეტი ტენიანობის უმწიფარი თხილი იყიდება, რაც მსხვილი მყიდველების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

როგორც წესი, გადამამუშავებლები თხილის აქტიურ შეძენას მაშინ იწყებენ, როცა ტენის დონე 30%-ზე დაბლა ეცემა, ხოლო ოპტიმალური ტენიანობა ადრეული მოსავლისთვის 20%-ია.გადამამუშავებელი კომპანიები, ასევე, ფასების მოლოდინის გამო ფრთხილობენ, რადგან ვარაუდობენ, რომ წინა სეზონის ტენდენცია გაგრძელდება.

კერძოდ, თურქეთს გასული წლის გაუყიდავი მარაგი აქვს დარჩენილი, ხოლო წლევანდელ სეზონზე კარგ მოსავალს მოელის. ამის პარალელურად თურქული ლირა უფასურდება.

ქართული თხილის მასიურ აღებას აგვისტოში მოელიან, რა დროსაც, EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მშრალი ამინდი ხარისხიანი მოსავლის მისაღებად გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ასეთ ამინდში დაკრეფილი თხილი ნაკლებ აფლატოქსინებს შეიცავს, რითიც შარშანდელი მოსავალი ხანგრძლივი წვიმების გამო დაზარალდა.

წელს ფერმერებს გარკვეული პრობლემები ივნისისა და ივლისის წვიმებმა უკვე შეუქმნა.ამასთან, EastFruit-ის ცნობით, ბევრმა ბენეფიციარმა თხილის შესაწამლი სამთავრობო დახმარება მცენარის დაცვაზე კი არა, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დახარჯა, რაც, პორტალის შეფასებით, წლევანდელ სეზონზე თხილის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ეჭვს აჩენს.

ამასთან, თხილის დაბალი ფასებისა და მომავალი სეზონისთვის უარყოფითი მოლოდინების გამო მცირე მწარმოებლებს სუბსიდიის მიღების შემდეგაც კი ბაღების მოვლის სტიმული არ ჰქონიათ.ცნობისთვის: 2022 წელს, სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 3 ჰექტარამდე ბაღების დაცვის სუბსიდირება ჰექტარზე 500 ლარის (197 დოლარი) ოდენობით დაიწყო.

პროგრამის მიზანია, ფერმერები მცენარეთა დაცვის საშუალებებით თავიანთი ბაღების შეწამვლაში წაახალისოს. მთავრობა მოელის, რომ პორგრამის შედეგები წლევანდელ სეზონზე აისახება.რაც შეეხება ფაროსანას, დარგის წარმომადგენლები EastFruit-თან აცხადებენ, რომ ამ მავნებელთან ბრძოლის სამთავრობო კამპანია წლევანდელ სეზონზე უფრო აქტიური იყო, ამიტომ მისგან გამოწვეული ხარისხის პრობლემების შემცირებას მოელიან.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რამდენ ლარად შეიძენთ 1 ამერიკულ დოლრს რუსთავში
Öncəki yazı
თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები