This is a specific ad

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე საფრანგეთმა თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა – ემანუელ მაკრონი

43

Another advertisement

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში.

როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ „მკაცრად დაგმო“ ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა და განაცხადა, რომ საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების გამო თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

მაკრონმა ასევე მოუწოდა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“, შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ხოლო ისრაელს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდა „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გეგმავს კონფერენციის ორგანიზებას „ლიბანელი ხალხისა და ქვეყნის ინსტიტუტების“ მხარდასაჭერად.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
„სალომე ზურაბიშვილს მიცემული აქვს კარტ-ბლანში, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც“ – ირაკლი ქადაგიშვილი
Öncəki yazı
მიხაელ როთი ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემის პროცესში დახმარებას სთავაზობს