Another advertisement
რა კავშირია ჭარბ წონასა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის? პირადი ექიმი მარი მალაზონია საუბრობს ახალ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ალცჰაიმერით დაავადების რისკებს შორის ძილის რეჟიმის, სტრესების მართვის, აქტივობის გარდა საკმაოდ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჭარბ წონას ზრდასრულ ასაკში, შუა სიმწიფის ასაკში. რომელი ჯგუფის პროდუქტები შეიძლება იყოს ალცჰაიმერის რისკის გამაძლიერებელი? პირველ რიგში, ეს არის ნაჯერი ცხიმები, გამონაკლისია თევზის ქონი. ხოლო მცენარეული ცხიმიდან ნაჯერია პალმის და ქოქოსის ცხიმი.