Another advertisement
აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ გამოცემა Time-ი იტყობინება.
„განხორციელებული ზუსტი დარტყმები წარმოადგენს ერაყსა და სირიაში ამერიკელებსა და კოალიციის წარმოამდგენლებზე თავდასხმებზე პასუხს დაჯგუფებებისადმი, რომელთაც ირანი აფინანსებს“, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონს არ სურს რეგიონში სიტუაციის ესკალაცია. იერიშის სამიზნეებს შორის იყო მოძრაობა „ქატაიბ ჰეზბოლას“ შტაბ-ბინა, მებრძოლების საწვრთნელი ცენტრი და სამხედრო საწყობები.