This is a specific ad

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას

31

Another advertisement

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მოუთმენლად ელოდება, რომ თურქეთის პრეზიდენტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ამ პროცესის ოფიციალურად დასასრულებლად.

ამასთან, როგორც პატელმა აღნიშნა, თურქეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და აშშ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს უნგრეთისგანაც ელოდება.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ უნგრეთმაც დაასრულოს რატიფიცირების პროცესი და ალიანსი მიესალმოს შვედეთის ნატო-ში მიღებას შეფერხების გარეშე. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რაც თურქეთის პარლამენტმა გადადგა“, – აღნიშნა პატელმა.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.

ახლა უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“ყინვა გაძლიერდება…” – გაფრთხილება ამინდის შესახებ
Öncəki yazı
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება – ოლივერ ვარჰეი