This is a specific ad

„აშშ-ის დახმარების გარეშე, დამარცხების დიდი რისკი არსებობს“ – ერმაკი

17

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, უკრაინა შესაძლოა ომში დამარცხდეს. 

ერმაკმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს კონგრესს მოუწოდა, დამატებითი დაფინანსება გამოყონ უკრაინისთვის.

„თუ იმ დახმარების გაცემა, რომელიც ახლა კონგრესში განიხილება გადაიდო, არაფერს ვამბობ არ მიღებაზე, ეს დიდ რისკს შექმნის, რომ იგივე მდგომარეობაში დავრჩეთ, რომელშიც ახლა ვართ და რა თქმა უნდა, ეს დიდი ალბათობით, შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლების გაგრძელებას და ომში დამარცხების დიდ რისკს შექმნის“,  – აცხადებს ერმაკი.

მისივე თქმით, უკრაინა არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას საჭიროებს, არამედ ბიუჯეტის მხარდაჭერასაც. 

„უკრაინა ახლა მუშაობს პარტნიორებთან, რომ მომავალი წლის გეგმა შევიმუშაოთ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე გავიმარჯვოთ, რადგან უკვე ორი წელი გავიდა და ეს დიდი დროა“, – ამბობს ის.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
„ვერ დავუშვებთ, რომ არჩევნებში დონალტ ტრამპმა გაიმარჯვოს“ – ჯო ბაიდენი
Öncəki yazı
კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.