This is a specific ad

აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია – კახა კალაძე ოპოზიციაზე

18

Another advertisement

ოპოზიცია, ისევე, როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დღესაც ბულინგითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ემიგრანტების იმ კატეგორიის მიმართ დაწყებულ ბულინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რომელმაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით. გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩევნების განმავლობაში და დღესაც იმავეს აგრძელებენ – ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები. ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები. ყველგან, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, თუ რაიმე სფერო არსებობს ქვეყანაში, მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებს, GZ-ის აგინებდნენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაშია ახალგაზრდები, ხომ?! ეს დამოკიდებულებაა – თავიანთი თავის გარდა, ყველა დამნაშავეა, რომ ფიასკო, მარცხი განიცადეს და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
12 წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები – გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს მოხმარებას – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული, შეუძლია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ან თქვას, რომ მის მიერ ცესკოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, გარე ძალების მიერ მიცემული დავალების ნაწილია – დავით ჩიხელიძე