აქტიური მართვის მოწმობების რაოდენობა 2%-ითაა გაზრდილი

0

2022 წელს აქტიური მართვის მოწმობების რაოდენობა 2%-ითაა გაზრდილი. საქსტატზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიური იყო 1 421 804 მართვის მოწმობა, მაშინ როდესაც 2021 წლის 31 დეკემბრისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 1 395 995 ერთეულ მართვის მოწმობას შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აქტიური მართვის მოწმობების მაჩვენებელი 21%-იან ზრდას აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობების რაოდენობა მზარდია, სამაგიეროდ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მართვის მოწმობების პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებელი შემცირებულია.

თუ 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წლის პირველადი რეგისტრაციით მართვის მოწმობების სტატისტიკა 30 515 ერთეულს შეადგენდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 47 891 ერთეული იყო, ანუ კლება 36%-ია. 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით კი მონაცემები 48%-იან კლებას აფიქსირებს.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აქტიური მართვის მოწმობების რაოდენობა 2%-ითაა გაზრდილი
Öncəki yazı
რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადება