აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

2

 აუტიზმი – ეს არის თავის ტვინის ნეიროფსიქოლოგიური განვითარების დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სირთულეები სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, შეზღუდულ ინტერესებსა და განმეორებით/სტერეოტიპულ ქცევებში, სიახლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში. აღნიშნული სირთულეები შეიძლება იყოს მსუბუქიდან ძლიერ გამოხატულებამდე.

  • 1 თვის ასაკში მცირე ხნით აფიქსირებს და თვალს აყოლებს მბრწყინავ საგნებს, კრთება და თვალებს ახამხამებს.
  • 2 თვის ასაკიდან დიდხანს ადევნებს თვალს მოძრავ საგნებს, უსმენს ბგერებს და ხმაურს, მასთან მოსაუბრეს სწრაფად პასუხობს ღიმილით და წარმოთქვამს გარკვეულ ბგერებს, იწყებს ღუღუნს.
  • 3 თვის ასაკიდან აჩერებს მზერას უძრავ საგნებზე, გულისყურით უსმენს ხმაურს. სიხარულს ღიმილითა და აქტიური მოძრაობით გამოხატავს. ცდილობს შეეხოს ჩამოკიდებულ სათამაშოს. ღუღუნებს.
  • 4 თვის ასაკიდან ცნობს დედას, თავს იქით აბრუნებს, საიდანაც ბგერა ესმის. იცინის ხმამაღლა, ღუღუნებს ხანგრძლივად. ეპოტინება და იტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს.
  • 5 თვის ასაკიდან არჩევს უცხო პირებს ახლობლებისგან. ცნობს დედის ხმას, განასხვავებს ალერსიან და მკაცრ კილოს. ღუღუნებს დიდხანს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას. იღებს სათამაშოს უფროსის ხელიდან.
  • 6 თვის ასაკიდან მიცოცავს სათამაშოსკენ, იღებს და ცდილობს, პირში ჩაიდოს. ინტერესდება სურათით, რომელიც არის წიგნში, რათა გაარკვიოს, შეიძლება თუ არა „ჭამა“; იწყებს მარცვლების წარმოთქმას.
  • 7 თვის ასაკიდან იმეორებს მარცვლებს და ტიტინებს. გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში, კითხვაზე „სად არის?“ პოულობს ნაცნობ საგანს. თავისუფლად სვამს ფინჯნიდან.
  • 8 თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ზის; დგება ხელმოკიდებით, აწვება საყრდენზე. ცდილობს გადადგას ნაბიჯი უფროსის დახმარებით. დიდხანს ერთობა სათამაშოებით. უკრავს ტაშს მოზრდილის თხოვნაზე. წარმოთქვამს მარცვლებს.
  • 9 თვის ასაკიდან თავისუფლად თამაშობს სხვადასხვა სათამაშოთი. უკეთესად უჭირავს ნივთები და ცდილობს რაიმე პატარა „მოკბიჩოს“; მშვიდად ზის ღამის ქოთანზე. იცის თავისი სახელი. კითხვაზე „სად არის?“ პოულობს და იღებს საგანს. იწყებს ხმოვანი ბგერების გამეორებას (იმეორებს „ბა-ბა“ და ა.შ.); თამაშობს დახუჭობანას.
  • 10 თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ახერხებს მცირე სიმაღლეზე აცოცებას და ჩამოცოცებას. ერთმანეთში აწყობს სათამაშოებს. იცის სხეულის ნაწილების სახელები. უფროსის თხოვნაზე: „მომეცი“ – აძლევს ნაცნობ საგანს.
  • 11 თვის ასაკიდან ბავშვი ერთმანეთზე აწყობს კუბიკებს და აგებს პირამიდას; წარმოთქვამს პირველ სიტყვებს („დედა“, „მამა“); არჩევს ცხოველებს; ასრულებს მოზრდილთა მარტივ მოთხოვნებს.
  • 12 თვის ასაკიდან უკვე ესმის აკრძალვა; წარმოთქვამს 8-10 სიტყვას; ივსებს გასაგები სიტყვების მარაგს; ცდილობს დამოუკიდებლად ჭამას; უჭირავს წიგნი, გეხმიანება, აბრუნებს გვერდებს, წიგნს ხელში ატრიალებს.
  • 15 თვის ასაკიდან სწავლობს გრძნობების გამოხატვას მშობლების მიმართ, რათა გამოსცადოს მისი დაკვირვების შედეგები; იმეორებს გრძნობების გამოხატვას (უარყოფას, გაკვირვებას).
  • 18 თვის ასაკიდან აშენებს კოშკს სამი ან მეტი ელემენტით; აჩვენებს საგნებს საჭიროების მიხედვით; აქვს სიტყვათა მარაგში სხვა განსხვავებული სიტყვებიც; იმიტირებს ენით, ფეხების ბაკუნით, ინტონაციით.
  • 24 თვის ასაკიდან აჩვენებს სხეულის ნაწილებს; აქვს მარაგში სხვადასხვა სიტყვა, იწყებს ორი სიტყვის გადაბმას და პატარა ფრაზების გამართულად წარმოთქმას.
  • 30 თვის ასაკიდან სიტყვათა მარაგი აქვს გაფართოებული; აქვს კომუნიკაციის უნარი და იგებს უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია გამოხატვა; იწყებს რაიმე აქტის წარმოდგენას, რომელიც ან უკვე გააკეთა, ან უნდა გააკეთოს. როდესაც მშობელი ამჩნევს, რომ მათი შვილის განვითარება თვეების მიხედვით არ მიჰყვება განვითარების ამ ეტაპებს, ბავშვი იგნორირებას უკეთებს მის გარშემო მშობლის და სხვა ადამიანების ყოფნას, არ რეაგირებს სახელზე, გაურბის კომუნიკაციას, არ ამყარებს ან მხოლოდ მცირე ხნით ამყარებს თვალით კონტაქტს, არ რეაგირებს მშობლის ღიმილზე ან სახის სხვა გამომეტყველებაზე, არ შეუძლია გამოიცნოს, რას შეიძლება ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ სხვები, მათი სახის გამომეტყველების შესაბამისად.
0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Sadaxlı kəndində yol hadisəsi baş verib
Öncəki yazı
İki yaşlı uşaq 3-cü mərtəbədən yıxılaraq ölüb