This is a specific ad

ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

54

Another advertisement

ინფექციური დაავადება ბრუცელოზი  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“შესაძლებელია ღრუბლიანობის მომატება” – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
Öncəki yazı
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება