This is a specific ad

არჩევნები რუსეთში 2024

73

Another advertisement

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ფედერაციის საბჭომ უკვე დაამტკიცა და იგი 2024 წლის 17 მარტს გაიმართება, თუმცა ქვეყნის რთულად მისადგომ რაიონებში ხმის მიცემა თებერვლის ბოლოს დაიწყება, რათა ყველას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. როგორც სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, თარიღის განსაზღვრასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, ამ დროისთვის განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც, რაც იმას გულისხმობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

პუტინმა ოფიციალური ბოლო წუთს შეიტანა, კრემლმა პუტინის მონაწილეობისთვის მზადება ჯერ კიდევ ბევრად ადრე დაიწყო სანამ საარჩევნო კამპანიაში სხვა კანდდატები ჩაერთვებოდნენ. როგორც კრემლთან დაახლოებული მედია, Meduza წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, კრემლი ვარაუდობს, რომ პუტინი ამომჩეველთა ხმის 80%-ზე მეტს მოიპოვებს. პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით: “თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის კანდიდატურას, მაშინ, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, მას ვერავინ გაუწევს კონკურენციას”.

პარტია სამოქალაქო ინიციატივის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბორის ნადეჟდინმა  რუსეთის  რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობისთვის გასული წლის 26 დეკემბერს მიმართა და 28 დეკემბერს მისი უფლებამოსილი პირები დაარეგისტრირეს, ხოლო 31 დეკემბერს კი მან ცესკოში განაცხადი საპრეზიდენო კანდიდატად რეგისტრაციისთვის ოფიციალურად შეიტანა. 1 თებერვალს კი ხელმოწერების შეგროვების პროცესი დასრულდა, ხოლო 10 თებერვალს გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ბიულეტინებზე წარმოდგენილი.

მედიასთან საუბრისას ნადეჟდინმა თქვა, რომ “აქ არის ყუთები, რომლებშიც რუსეთის 105 000 მოქალაქის ხელმოწერაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეგროვდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან კიდევ გვაქვს დამატებით ათობით ათასი ხელმოწერა, რომელიც რუსეთს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისგან შევაგროვეთ. ეს ხელმოწერები აქ არ მოგვიტანია, თუმცა, მათ ცალკე დავთვლით”.

რუსეთის კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 ხმის მოგროვებაა საჭირო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნადეჟდინი ხმებს საქართველოშიც აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ნადეჟდინი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია. იგი დუმაში 1999 წელს აირჩიეს მემარჯვენე ძალთა კავშირიდან, რომლის თავმჯდომარეც 2015 წელს მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი იყო.

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერების ავთენტიკურობის დასადგენად და იმის გადასაწყვეტად, დაარეგისტრირებენ თუ არა ნადეჟდინს კანდიდატად, 10 დღე აქვს.

პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი დაპირება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაა.

საკუთარ მანიფესტში ნადეჟდინი წერდა, რომ ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის “პრინციპული მოწინააღმდეგეა”. მისივე თქმით, პუტინი “მსოფლიოს წარსულიდან უყურებს და რუსეთს წარსულში მიათრევს”. ასევე ამბობდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომის “არცერთი დასახული მიზანი არ შესრულებულა და რუსეთის ეკონომიკისა და დემოგრაფიისთვის გამოუსწორებელი ზიანის გარეშე ვერც შესრულდება”.

გამოცემა Верстка (ვერსტკა) გასულ დღეებში პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ნადეჟდინი თავდაპირველად “კრემლთან შეთანხმებული კანდიდატი” იყო და არჩევნებზე ლიბერალები უნდა მიეზიდა, თუმცა, როცა ის ომისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა, კრემლში მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. Версткаსვე ცნობით, მცირე მხარდაჭერის გამო არსებობდა იმის რისკი, რომ ნადეჟდინისთვის რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ასევე პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა რუსეთის კომუნისტების ლიდერს, სერგეი მალინკოვიჩსაც, მარათონი ასევე დატოვა რუსეთის თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენელმა (RPSS) ანდრეი ბოგდანოვმა. საკმარისი ხმების ვერ მოგროვების გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს ვერც, რუსეთის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ირინა სვირიდოვა; გარემოსდამცველმა ბლოგერმა ანატოლი ბატაშევმაც მიმართა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა არასაკმარისი მხარდამჭერების გამო ვერც მან ვერ მოახერხა კანდიდატად დარეგისტრირება. რუსულ ცესკოს ასევე რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა რუსმა ბლოგერმა, ვიზაჟისტმა და მეწარმემ, რადა რუსკიმ, რომელსაც მისი ოპონენტებისაგან განსხვავებით პოლიტიკური წარსული არ გააჩნია,  ვერ მოახერხა საკმარისი ხელმოწერების შეგროვება.

რია ნოვოსტის მიერ გამოკითხული ექსპერტების თქმით, სავარაუდოა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დღეს მიაღწიოს ამჟამად დარეგისტრირებულმა ოთხმა კანდიდატმა – თვითდასახელებულმა ვლადიმერ პუტინმა, ლეონიდ სლუცკიმ, ნიკოლაი ხარიტონოვმა, ვლადისლავ დავანკოვიმ.

საკომუნიკაციო ჰილდინგ ‘მინჩენკო კონსალტინგის’ პრეზიენტის, ექქსპერტ ევგენი მინჩენკოს თქმით „ჩვენ უკვე გვყავს ოთხი: საპარლამენტო პარტიების სამი წარმომადგენელი და ვლადიმერ პუტინი, ერთიანი რუსეთიდან და სამართლიანი რუსეთიდან . მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ ეს ოთხი დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის კომუნისტებს აქვთ საკუთარი რეგიონალური ქსელი, ეს არის რეალური პარტია, რომელიც მუდმივად მონაწილეობს არჩევნებში თავისი აქტივისტებით. ალბად რეალურია, რომ მათ ხელმოწერებიც შეაგროვონ“.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა პოლიტოლოგმა ვასილი ზორინიმაც, მისი თქმით: „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვესმის, რომ ბიულეტენზე იქნებიან საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და რუსეთის კომუნისტების კანდიდატის გარდა, შეიძლება იყოს მაქსიმუმ კიდევ ერთი კანდიდატიც“. ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ მეექვსე რეგისტრირებული კანდიდატი იყოს ერთ-ერთი თვითდასახელებული კანდიდატი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მოეკიდებიან „კანდიდატები“ ხელმოწერების შეგროვების პროცესს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ: “ეს არის პროცედურა, რომელიც მოითხოვს სპეციალისტებისა და იურისტების ჩართულობას და, რა თქმა უნდა, არასწორია იმის მოლოდინი, რომ ყველა დასახელებული კანდიდატი შეძლებს ხელმოწერების საკმარისი რაოდენობის შეგროვებას”.

რუსეთის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად შეძლებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას რეალურად ოპოზიციურად და პროევროპულად განწყობილი პარტიები და მიეცემათ თუ არა მათ გამარჯვების შანსი? როგორც პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსგავსი რამ პრაქტიკულად გამორიცხულია, მათი თქმით რუსეთში რომელიმე პოლიტიკური ძალის არსებობაც კი საშიში და საეჭვოა თუ ეს მოქმედ პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს არ სურს, შესაბამისად არა თუ პრაქტიკულად არამედ თეორიულ დონეზეც კი არ შეიძლება მსგავსი ჰიპოთეტის არსებობა. ის თუ რა გავლენას იქონიებს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის არჩევნები, მკაფიო გახდება არჩევნების შემდგომ პერიოდში.

საინტერესოა რა გავლენას იქონიებს რუსეთში 17 მარტს ჩანიშნულ არჩევნებზე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილი. იმის გათვალისწინებით, რომ ალექსეი ნავალნი იყო კრემლის პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე, რომლის ხედვაც მნისვნელოვნად განსხვავდებოდა რუსეთის შესახებ, გახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი სამიზნე. ნავალნის გარდაცვალებამ გამოიწვია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტის ამოქმედება, რამაც შესაძლოა შეასუსტოს რუსეთში ვლადიმერ პუტინის გავნლენები, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ახლა პუტინის ბედი და რუსეთის მომავალი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ სადავეები კვლავ პუტინის ხელში დარჩება, ხოლო რუსეთის დამარცხების შემთხვევაში პუტინი დაკარგავს ძალაუფლებას, ვინაიდან, როგორც ისტორია მოწმობს, რუსი ხალხი მასშტაბურ პროტესტებს იწყებს და ხელისუფლება იცვლება მაშინ,როდესაც რუსეთი დამარცხებულია, მაშინ როდესაც რუსი ხალხი სერიოზულ კრიზისს განიცდის, არამორალურს, არამედ მატერიალურს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Xocalı soyqırımından 32 il keçir
Öncəki yazı
Seyid Mirağa Mustafazadənin 70 illik yubileyi qeyd edilib – FOTOLAR