This is a specific ad

„არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა, არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ“ – ნათია მეზვრიშვილი

33

Another advertisement

ყველანაირი გაყალბების გადაზღვევის ერთადერთი გზაა, არჩევნებზე მისვლა! – პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

ტყუილია, რომ ვინმე იგებს ვის მიეცით ხმა;

❌ ტყუილია, რომ ვინმე იგებს რომელ საათზე წუთზე და წამზე მიეცით ხმა;

❗️როცა გინდათ, მაშინ მიდით საარჩევნო უბანზე;

❗️არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა;

❗️არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ.

ყველა რეგიონიდან მოდის ცნობები რომ:

▪️საჯარო მოხელეებს ოჯახებიანად უბნებზე იბარებენ კონკრეტულ დროს (მაგ.: 12 საათამდე). ატყუებენ, რომ თითქოს გამოცხადების დროის მიხედვით არკვევენ ვის მისცეს ხმა;

▪️ოპოზიციურ ამომრჩევლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს (ზოგს ფულის სანაცვლოდ, ზოგს მუქარით). ეს ხალხი არჩევნებზე ვეღარ მიდის, მათი პირადობით კი ხმას აძლევს სხვა. კარუსელის ახალი მეთოდია.

❗️ყველანაირი გაყალბების გადაზღვევის ერთადერთი გზაა, არჩევნებზე მისვლა! – წერს მეზვრიშვილი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქეთის „ბრიქსში“ გაწევრიანება ინდოეთმა დაბლოკა – ბილდი
Öncəki yazı
“ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება” – რა წერია დოკუმენტში?