This is a specific ad

„ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს ძვლებს“ – ნახეთ, რა უნდა იცოდეთ ფინიკის შესახებ და როგორ არ მოტყუვდეთ მისი შეძენისას

64

Another advertisement

ფინიკში ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინია. ერთადერთი უარყოფითი არის შაქრის მაღალი შემცველობა (93 გ თითო ჭიქა). ამიტომ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დიაბეტიანმა და ჭარბწონიანმა ადამიანებმა უნდა დაივიწყონ ფინიკი.

ფინიკი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს. ამ ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით ფინიკი ამცირებს ქოლესტერინს, ახდენს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას, აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. ფინიკის ოპტიმალური დღიური დოზა მოზრდილებისთვის არის არა უმეტეს 10 ცალი. მიზანშეწონილია მათი ჭამა დღის პირველ ნახევარში. და, რა თქმა უნდა, არა ყოველდღე.

კანი – ფინიკის “კანი” არ უნდა იყოს დამსკდარი, ის უნდა იყოს მკვრივი და ერთგვაროვანი.
ფერი

თუ ფინიკი ღია ყავისფერია, მაშინ მისგან რაიმე სარგებელს ვერ მიიღებთ. ნაყოფის მუქი ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფინიკი ბუნებრივად დამწიფდა ხეზე.
 
ბზინვარება – იმისათვის, რომ პროდუქტს ბზინვარება ჰქონდეს, გამყიდველები ხშირად ზედაპირს ზეთს უსვამენ. ამიტომ ნუ იყიდით ასეთ ფინიკს.

შენახვა – მიზანშეწონილია ფინიკის შენახვა ჰერმეტულ (მინის) ჭურჭელში გრილ, ბნელ ადგილას.
როგორ მოვაშოროთ ემულგატორები მარკეტებში ნაყიდ ჩირს?

გაითვალისწინეთ: ფინიკს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი და ნახშირწყლების შემცველობა. აუცილებლად მიიღეთ ფინიკი წყალთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კარიესი გაგიჩნდეთ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება – TOP-5 პროდუქტი
Öncəki yazı
ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, ხვალ, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება