This is a specific ad

ალიევი: „2024 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების მოძრაობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება“

44

Another advertisement

2024 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გასწვრივ ტვირთების მოძრაობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რა მიზნითაც აზერბაიჯანი რკინიგზის მოდერნიზებას ახდენს. ამის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დუშანბეში, ცენტრალური აზიის სახელმწიფო მეთაურთა მეხუთე საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც ის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ამასთან, ალიევის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბაქოს სავაჭრო პორტის შესაძლებლობებიც ფართოვდება, რომლის რესურსიც არსებული 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პრეზიდენტი ამბობს, რომ „აზერბაიჯანს აქვს ყველაზე დიდი სავაჭრო ფლოტი კასპიის ზღვაში, რომელიც 50-ზე მეტ ხომალდს ითვლის.“ თუმცა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთის გამგზავნი პირების მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გემთსაშენი რესურსის კიდევ უფრო გაფართოებაზე ქვეყანა აქტიურად მუშაობს.

კერძოდ, ახალი საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ ტანკერებისა და მშრალი ტვირთმზიდი გემების წარმოება წელიწადში 6-დან 10-15 ერთეულამდე გაიზრდება.

ალიევი ხაზგასმით აცხადებს, რომ მეტი ტვირთის მისაზიდად აუცილებელია ტარიფების ოპტიმიზაცია, ასევე, მარეგულირებელი და საბაჟო პროცედურების გამარტივება.

„ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სატრანსპორტო-ლოგისტიკის სექტორს. თურქეთისა და ევროპის ბაზრისკენ მიმავალ გზაზე აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანზიტი საპირისპირო მიმართულებით. ჩვენმა ძმებმა ცენტრალურ აზიაში იციან, რომ აზერბაიჯანის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათთვის ღიაა,“ – აცხადებს ალიევი.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Müxalifət Zurabişvilinin impiçmentində iştirak etməyəcək
Öncəki yazı
İlham Əliyev: “Bakı-Tbilisi-Qars dəmir yolu tərəfimizdən müasirləşdirilir”