This is a specific ad

ალიევი: ზანგეზურის დერეფანი საქართველოს პორტებს მიებმება

126

Another advertisement

აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს და ამაზე აქტიურად მუშაობს.

ამის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ჩინურ ტელეარხ China Global Television Network-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ექსპლუატაციასთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.

„აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს საზღვაო პორტებით მოხდება და ამ კუთხით დიდი ინტერესით განვიხილავთ გარკვეული ინვესტიციების შესაძლებლობებს,“ – აცხადებს ალიევი.

ალიევის ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის სამშენებლო სამუშაოები, თითქმის, 70%-ით დასრულებულია.

„ჩვენ მეტად აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში დამატებითი მარშრუტი გახდება,” – აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, ალიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს არ სურს, მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა იყოს, ამიტომ მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მარშრუტზე მრავალი ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს.

„ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანში მსხვილი სამრეწველო ზონები შევქმნათ და ამ მიმართულებით უკვე ვმოძრაობთ,” – ამბობს პრეზიდენტი.

ეს შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ჩინური კომპანიებისთვისაც, რომლებიც, ალიევის თქმით, ბაქოს მახლობლად მდებარე ალიატის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შეძლებენ წარმოების შექმნას. ალიატის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ივნისში გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს.

ცნობისთვის: ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანული პროექტია, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 40 კმ-ია და სიუნიქის პროვინციაზე გადის. აზერბაიჯანი დერეფანს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილავს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, შვეიცარული კომპანია „სანდოზი“, წამყვან დერმატოლოგ სოსო კობახიძესათან ერთად, უფასო კონსულტაციას გთავაზობთ.
Öncəki yazı
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე