მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, ოპერატიული მონაცემებით, აზერბაიჯანში ნავთობისა და კონდენსატის წარმოების მოცულობამ 27,6 მლნ ტონა შეადგინა, ექსპორტზე 23,1 მლნ ტონა გავიდა.
ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ “X”-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.
„აღნიშნულ პერიოდში წარმოებული 44 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირიდან ექსპორტირებულია 22,05 მილიარდი კუბური მეტრი, წარმოების ზრდამ 3,6 პროცენტი შეადგინა“, – წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 11.2%-ით გაიზარდა 2023 წლის 10 თვეში, რაც განაპირობა როგორც ფასების, ისე მოცულობის ზრდამ, რომელიც წლიურად 6.9%-ით არის მომატებული 2.4 მლნ კუბურ მეტრამდე.
საქართველოში 10 თვეში $336 მლიონის ღირებულების გაზის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება წლიურად 22.2%-ით შემცირდა 2023 წლის 10 თვეში, რაც შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ განაპირობა.
საქართველოში 10 თვეში $696 მლიონის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.