OPEC-მა მიიწვია აზერბაიჯანი, რათა გახდეს ორგანიზაციის მუდმივი წევრი – ამის შესახებ ორგანზიაციის გენერალურმა მდივანმა ჰეისამ ალ-გაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, OPEC-ი სიამოვნებით გაფართოვდება და ღია იქნება ყველასთვის. თუმცა მას არ უთქვამს, რა პასუხი გასცა ბაქომ ამ შეთავაზებას, რომელიც თავის მხრივ OPEC + კოალიციის შემადგენლობაში შედის.
„მსგავსი საკითხები ხანდახან ჩნდება, მაგრამ ამჟამად ჩვენ ამას არ განვიხილავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა.
შახბაზოვი ამ დროისთვის მონაწილეობს OPEC-ის მიერ გამართულ სემინარში, სადაც გაცხადდა OPEC+-ის წევრების რაოდენობის გაზრდის შესახებ ინიციატივა.
ცნობისთვის, OPEC-ში შედიან ალჟირი, ანგოლა, ვენესუელა, გაბონი, ერაყი, ირანი, კონგო, ქუვეითი, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ნიგერია, საუდის არაბეთი და ეკვატორული გვინეა.OPEC+-ის კოალიციაში კი OPEC -ის წევრი 13 ქვეყნის გარდა ასევე შედის 10 ქვეყანა, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, მექსიკა, ომანი, აზერბაიჯანი, მალაიზია, ბაჰრეინი, სამხრეთ სუდანი, ბრუნეი და სუდანი.